2025-2026 სასწავლო წელს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირდა 475 აპლიკანტი.
კერძო სამართლის მიმართულება - 250 განაცხადი.
სისხლის სამართლის მიმართულება - 167 განაცხადი.
საჯარო სამართლის მიმართულება - 58 განაცხადი.
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემოსული განცხადებების რაოდენობიდან გამომდინარე გადანაწილდა პროპორციულად შემდეგი სახით:
კერძო სამართალი - 79 ვაკანტური ადგილი.
სისხლის სამართალი - 53 ვაკანტური ადგილი.
საჯარო სამართალი - 18 ვაკანტური ადგილი.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა პროფესიაში სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდება 10 სექტემბერს.
საერთაშორისო სამართალი; მიგრაციის მართვა - 9 სექტემბერს.
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც არ გააფორმებს ხელშეკრულებას, თსუ-ში არ ჩაირიცხება და მის ადგილს დაიკავებს რანჟირების დოკუმენტით დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატი.